ბსუ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს.

როგორც ბსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია ითვალისწინებს მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ნივთებით(მშრალი ტკბილეული - ჩურჩხელა, ჩირი), ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები, თეთრეული, ტანსაცმელი და ა.შ. დახმარებას. ასევე, ფულად შემოწირულობას აღნიშნული საჭიროებების შესაძენად.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და იწყებს საქველმოქმედო აქციას უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

ნივთები შეგროვდება 4 მარტიდან ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ოფისში.

მისამართი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ნინოშვილის 35/რუსთაველის 32;

IIკორპუსი, I სართული, ოთახი N 1;

საკონტაქტო პირები:

ლევან ტარიელაძე - 577 17 70 29; ელფოსტა: l.tarielade@bsu.edu.ge

გოჩა სურგულაძე - 593 40 93 98; ელფოსტა: gocha.surguladze@bsu.edu.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“