მამუკა ბახტაძე - თავისუფალი სამყარო უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და დააჩქაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესვლა ევროკავშირში

ახლა საჭიროა კრემლთან მიმართებაში ხარჯთსარგებლიანობაზე ორიენტირებული მიდგომის დავიწყება და ყოვლისმომცველი, პროაქტიული, ძლიერი სტრატეგიის შემუშავება კრემლის აგრესიის შესაჩერებლად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე Newsweek-თან ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, თავისუფალი სამყარო უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და დააჩქაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესვლა ევროკავშირში.

“უკრაინელების სიმამაცე თავისუფლებისთვის ბრძოლაში სუნთქვისშემკვრელია, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეზონანსულია. დღეს მთელი უკრაინა საომარ ზონად არის გადაქცეული, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება თავისუფალი სამყარო და ტირანია. კრემლის პროპაგანდა უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თავისი მილიტარისტული ამბიციების საბაბად იყენებს, მაგრამ ნათელია, რომ ამას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია 1990-იან წლებში დაიწყო და მაშინ ნატოზე საუბარი საქართველოში საერთოდ არ იყო”, - აცხადებს მამუკა ბახტაძე Newsweek-თან ინტერვიუში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს