ენტონი ბლინკენი - აშშ კვლავ ღიაა დიპლომატიის მიმართ, მაგრამ ძნელია გზის დანახვა, როდესაც ბომბები ცვივა, თვითმფრინავები დაფრინავენ და ტანკები გორავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების მიმართ გახსნილია, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არსებობს, თუ რუსეთი ძალებს უკან არ გაიყვანს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

”ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ ნებისმიერი გონივრული საშუალებისთვის მისამართად, მაგრამ ძნელია რაიმე გზის დანახვა, როდესაც ბომბები ცვივა, თვითმფრინავები დაფრინავენ და ტანკები გორავენ. ასე რომ, დეესკალაცია, ძალების უკან დახევა დიპლომატიის გზას გახსნიდა”, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტში.

სახელმწიფო მდივანმა დაამატა, რომ აშშ დიპლომატიურად დაეხმარება უკრაინას, თუ კიევი თვლის, რომ არსებობს გზა, რომელსაც ომის დასრულება შეუძლია, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ხშირად „დიპლომატიურ თავის მოჩვენებას მიმართავს“, მაშინ, როდესაც კვლავ თავის აგრესიულ გზას ირჩევს.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველ რაუნდში მოსკოვის მიერ წამოყენებული მოთხოვნები უპერსპექტივო იყო.

„თუ უკრაინა ფიქრობს, რომ არსებობს გზა, რომელიც დაეხმარება მის ინტერესებს, დაიცავს მას და დაეხმარება ომის დასრულებაში, და ამაში ჩვენ შეგვიძლია დახმარება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის სრულად მზად ვართ.

უკრაინის მთავრობა რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ერთი რაუნდი ჰქონდათ, შეიძლება მეორეც იყოს, ვნახოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ის მოთხოვნები, რომლებიც რუსეთმა წამოაყენა, გადაჭარბებული იყო, ისინი უპერსპექტივო იყო", - აღნიშნა ბლინკენმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის