დავით არახამიას ინფორმაციით, რუსეთთან მოლაპარაკების მეორე რაუნდის ჩატარების ადგილი შეიცვალა

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი უკრაინა-ბელრუსის საზღვარზე, ბელოვეჟსკში აღარ გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუკის“ პირად გვერდზე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ავრცელებს.

„მოლაპარაკებები ნამდვილად გაიმართება, მაგრამ ადგილი სხვაა. ყველა დეტალი მოგვიანებით“, - წერს არახამია.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მეორე რაუნდი ბელოვეჟსკში უნდა გამართულიყო. პირველი რაუნდი 28 თებერვალს სწორედ იქ შედგა.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები, საშიშია უკრაინის სახელმწიფოსთვის.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის