მარიუპოლის მერი - გუშინდელი დღე ყველაზე რთული იყო ქალაქისთვის

სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ გუშინდელი დღე ყველაზე რთული დღე იყო ქალაქისთვის.

მისი თქმით, უკრაინული ძალები ვაჟკაცურად ებრძვიან მათ, ვინც მშვიდობიანი მოქალაქეების სახლებს ესვრიან.

ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა საფრთხის ქვეშაა და მოქალაქეები წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები. მერმა ქალაქის მოსახლეობას მიმართა და გმირები უწოდა.

„ძვირფასო მარიუპოლელებო, დიდი გმირები ხართ. ყველა ჩვენგანი ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერთადერთი მარიუპოლისთვის. სიმართლე ჩვენთანაა. გამარჯვება ჩვენს მხარეზე იქნება“, - აღნიშნა მერმა.

შეგახსენებთ, გუშინ მერმა განაცხადა, რომ რუსული ძალების მხრიდან ინტენსიური დაბომბვების შედეგად ქალაქის საავადმყოფოებში 128 ადამიანია მოთავსებული და ექიმები უწყვეტად მუშაობენ მარიუპოლელების სიცოცხლის გადასარჩენად.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა