ლევან გოგიჩაიშვილი - ღარიბაშვილის ირგვლივ არის გარემოცვა, რომელიც მენტალიტეტით დგას რუსეთის მხარეს, ეს ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კიევი 2 დღეში დაეცემოდა

მესმის, რომ როდესაც პასუხისმგებლობა გაქვს გაღებულ ხახაში თავი არ უნდა შეყო, მაგრამ ესეც უნდა გააკეთო ღირსეულად, ან ჩუმად იყო, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია როგორ შეგვიძლია დავაზიანოთ რუსეთი, ან რა სანქცია უნდა დავუწესოთ, რა მსჯელობაშიც შეიძლება გავყვეთ, მაგრამ ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციები არ მუშაობს ნიშნავს, რომ „ამის ლაპარაკი დავალება იყო“.

„ადამიანურად მეცოდება ირაკლი ღარიბაშვილიც და ირაკლი კობახიძეც, ეს უმეგობრო ხალხია, მეგობარი არ ჰყოლიათ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში. ღარიბაშვილი იმ კატეგორიას მიესადაგება, რომელიც ივანიშვილის წიაღში არის გაზრდილი, კობახიძეც - კარჩაკეტილი ადამიანი აიღო ივანიშვილმა და დასვა. ვიცით, რომ მათი აზრი არ არის ასეთი რაღაცების ლაპარაკი, უბრალოდ კონიუნქტურის ნაწილია. ღარიბაშვილის ირგვლივ არის გარემოცვა, რომელიც მენტალიტეტით დგას რუსეთის მხარეს, ეს ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ 2 დღეში კიევი დაეცემოდა. მესმის, რომ როდესაც პასუხისმგებლობა გაქვს გაღებულ ხახაში თავი არ უნდა შეყო, მაგრამ ესეც უნდა გააკეთო ღირსეულად, ან ჩუმად იყავი. ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია როგორ შეგვიძლია დავაზიანოთ რუსეთი, ან რა სანქცია უნდა დავადოთ, ამ მსჯელობაში შეიძლება გავყვეთ, მაგრამ ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციები არ მუშაობს ნიშნავს, რომ დავალება იყო ამის ლაპარაკი.

კობახიძეები, მდინარეძეები და ღარიბაშვილები მშიშარა ხალხია, ბუნებით მშიშრები არიან. მთელი ცხოვრება, რომ შენი უფროსის ჩანთას დაატარებ რა ლიდერი უნდა გამოიძერწოს შენგან? რა პატრიოტიზმი უნდა მოსთხოვო „ქართული ოცნების“ ბევრ დეპუტატს, რომელიც მაგიდაზე ადიოდა და ისე სვამდა ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს. დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია წინ დახვდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არ აპირებთ საგარეო სივრცეში გასვლას და უკრაინელებთან ურთიერთობას?!“ - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა