პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა შესაძლოა, უახლოეს დღეებში გახდეს

უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა შესაძლოა, უახლოეს დღეებში გახდეს, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარშინ პშიდაჩმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია.

„ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა უკრაინა შეიძლება გახდეს ხვალ, ზეგ ან შემდეგ კვირას. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია", - აღნიშნა პშიდაჩმა.

მისივე განმარტებით, ევროკავშირის 10-მა წევრმა ქვეყანამ უკვე დაუჭირა მხარი აღნიშნულ ინიციატივას.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, რითაც აღიარებენ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას.

შესაბამის დოკუმენტს სახელწოდებით „რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ კენჭი უყარეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში, რომელიც მოწვეული იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. ხმა მისცა 676-მა, მათგან 637-მა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 13, თავი შეიკავა 26-მა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა