თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა უკრაინის მოქალაქეები მოინახულეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სასტუმრო „თბილისი ცენტრალში“ განთავსებული უკრაინის მოქალაქეები მოინახულეს და მათთვის საჭირო პროდუქტები გადასცეს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, სასტუმროს ადმინისტრაციამ ოცდათხუთმეტამდე უკრაინელი სტუმრის, მათ შორის, ორი მცირეწლოვნის დაბინავების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ეს ერთჯერადი მხარდაჭერა არ იქნება.

„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია სოლიდარულები ვიყოთ უკრაინელების მიმართ. როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველივე დღიდან კოორდინირებულად ვცდილობთ უკრაინელი მოსახლეობის დახმარებასა და მხარდაჭერას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მათივე ცნობით, საქართველოში სტუმრად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საომარი ვითარების გამო სამშობლოში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა თანადგომა გამოუცხადეს და მომავალშიც ინტენსიურ თანადგომას დაჰპირდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია