კიევის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში განაცხადა, ბავშვთა სახლების თითქმის ყველა ბინადარი ქალაქგარეთ უსაფრთხოდაა.
ამასთანავე, კლიჩკოს ინფორმაციით, ორი დღის წინ საოჯახო ტიპის 5 ბავშვთა სახლიდან 50 ბავშვისა და მათი აღმზრდელების ევაკუაცია პოლონეთში განხორციელდა.