რადა წითელ ჯვარს და ევროპარლამენტს უკრაინის მოსახლეობის დაცვას, გაეროს კი ქვეყანაში მშვიდობისმყოფელების შეყვანას სთხოვს

უმაღლესი რადა გაეროს უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობისმყოფელების შეყვანას გაეროს 1950 წლის „გაერთიანება მსოფლიოსთვის“ რეზოლუციის საფუძველზე სთხოვს. ამის შესახებ დღეს უკრაინის პარლამენტრის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისადმი შემუშავებულ მიმართვაშია ნათქვამი.

დეპუტატებმა მოუწოდეს გაეროს, წითელ ჯვარს, ევროპარლამენტს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ უკრაინის მოსახლეობის დაცვა რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმებისგან.

უფრო კონკრეტულად მიმართვაში საუბარია უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე, ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციისთვის „მწვანე დერეფნების“ დაუყოვნებელ გახსნაზე და უკრაინის ტერიტორიაზე გაეროს მშვიდობისმყოფელების შეყვანაზე.

ასევე უმაღლესმა რადამ გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვა შუამდგომლობა ომის შეწყვეტის საკითხში.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა