"სომხეთის ევროპული პარტია" საქართველოს ულოცავს ისტორიულ დღეს და აცხადებს, რომ მიმართავს სომხეთის ხელისუფლებას, გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ ნათქვამია "სომხეთის ევროპული პარტიის" „ტვიტერის“ გვერდზე.
„მას შემდეგ, რაც უკრაინამ და საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანეს, "სომხეთის ევროპული პარტია" მიმართავს სომხეთის ხელისუფლებას, ოფიციალურად წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
ვულოცავთ ჩვენ მეზობელ საქართველოს ამ ისტორიულ ნაბიჯს! ახლა, ისე როგორც არასოდეს, აუცილებელია დიალოგი, თანამშრომლობა ევროკავშირსა და კავკასიის რეგიონს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონის ინტეგრაციას წევრობის სახით ევროპულ ოჯახში. მომავალი ევროკავშირშია“, - ნათქვამია პარტიის „ტვიტერის“ გვერდზე.