მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის საუბრის შემდეგ, ფრანგული მხარე ელოდება, რომ "უარესი ჯერ წინ არის"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას, რომელიც დღეს 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, განუცხადა, რომ უკრაინაში საომარ მოქმედებებს განაგრძობს.

ამის შესახებ CNN -ს ელისეის სასახლეში სანდო წყარომ განუცხადა.

მისივე ცნობით, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“.

„ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის. გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმაც ასე თქვა, პუტინის დღევანდელ საუბარში არაფერია ისეთი, რაც დაგვამშვიდებდა“, - განაცხადა წყარომ სასახლეში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები