აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის, ჯენიფერ გრანჰოლმის განცხადებით, ის უკრაინის ენერგეტიკის მინისტრს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსაგურში გაჩენილი ხანძრის შესახებ ესაუბრა და აშშ-ის ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის მოქმედებაში მოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
„ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მიმინარე რუსეთის სამხედრო ოპერაციები უგუნური ქმედებაა და უნდა შეწყდეს”, - წერს გრანჰოლმი „ტვიტერზე“.
„რეაქტორები დაცულია მძლავრი შემაკავებელი სტრუქტურებით და უსაფრთხოდ ითიშება,”- აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.