რუსეთის მოქალაქეებს „საქართველოს ბანკში“ ანგარიშის გასახსნელად რუსეთის აგრესიის დაგმობა მოუწევთ

„საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშს გარკვეული პირობების ნაცვლად გაუხსნის. პირობების ჩამონათვალი ასეთია:

  • მე ვგმობ რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში
  • მე ვეთანხმები, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც 2008 წელს საქართველოში შეიჭრა, 2014-სა და 2022 წელს კი უკრაინაში
  • მე თანახმა ვარ, მხარი დავუჭირო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაღიარებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა
  • ვადასტურებ, რომ არ ვიზიარებ რუსული ხელისუფლების პროპაგანდას და დაგეხმარებით ამასთან შებრძოლებაში
  • მესმის, რომ ნებისმიერი აქ აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, ჩემი ანგარიში „საქართველოს ბანკში“ გაუქმდება.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს, ბანკმა მათ, ვინც უარი თქვა დოკუმენტზე ხელმოწერაზე, ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს