ირაკლი კობახიძე - ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჭარბი რაოდენობით ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში

ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჭარბი რაოდენობით ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოქალაქეების ნებისმიერი წუხილი, რაც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოებას, ხელისუფლების მხრიდან დაზღვეული იქნება.

„ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჭარბი რაოდენობით ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა ამ ეტაპზე საქართველოში. თუმცა, ადამიანებს აქვთ გულწრფელი წუხილი ასეთ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. ნებისმიერი წუხილი რაც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, დაზღვეული იქნება ხელისუფლების მხრიდან. შეგვიძლია მოქალაქეები დავამშვიდოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე: არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება მზად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს დახმარება გაუწიოს, კობახიძემ აღნიშნა: „რუსეთის მოქალაქეების დახმარებაზე ვერ იქნება საუბარი“.

„აქ საუბარია რეჟიმზე, რომელიც საქართველოში არის დადგენილი მიმოსვლისთვის. ეს რეჟიმი დადგინდა 2012 წლის თებერვალში „ნაციონალური მოძრაობს“ ხელისუფლების მიერ. ეს არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ჩვენ ეს არ შეგვიცვლია. დღემდე მოქმედებს საქართველოში წინა ხელისუფლების მიერ დადგენილი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ რეჟიმის ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი მხრიდან არადისკრიმინაციული მიდგომა. ამაზე ვართ პასუხისმგებლები. რაც შეეხება გამკაცრებას, გამკაცრდება კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება დისკრიმინაციის აღკვეთას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას. ამ ნაწილში გვექნება გამკაცრება“, - განაცხადა კობახიძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში