კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით

მთავარი, რისი დანახვაც ახლა გვსურს, არის ერთიანობა. საქართველოში ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პოლარიზაცია და მოხდეს იმ საკითხები ირგვლივ გაერთიანება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ი ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რონდელის ფონდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რომელსაც ორგანიზება გაუწია რონდელის ფონდმა და ძალიან დროული იმისთვის, რომ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით და ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც კრემლის მიერ დაწყებული არაპროვოცირებულ ომში არიან.

საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით. ასევე საქართველომ უკრაინელებს როგორც უკრაინაში, ასევე აქ, საქართველოში მყოფ უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. მივესალმებით საქართველოს განცხადებებს გაეროსა და ეუთოში. მთავარი, რისი დანახვაც ახლა გვსურს არის ერთიანობა. საქართველოში ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პოლარიზაცია და მოხდეს იმ საკითხების ირგვლივ გაერთიანება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ასე რომ იმედი გვაქვს, გაგრძელდება მხარდაჭერის გამოხატვა,“- აღნიშნა ელჩმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია