ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინას 668 მილიონი ევროთი დაეხმარება

ევროპის საინვესტიციო ბანკის დირექტორთა საბჭომ უკრაინისთვის 668 მილიონი ევროს ოდენობით გადაუდებელი ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ბანკის პრესრელიზშია აღნიშნული. ამ დახმარებას უკრაინა რამდენიმე დღეში მიიღებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს ფინანსური დახმარება უკრაინის ხელისუფლებას დაეხმარება დაიკმაყოფილოს ყველაზე გადაუდებელი ფინანსური საჭიროება, მათ შორის საკვები პროდუქტების შესაძენად, სამედიცინო უზრუნველყოფისთვის და საწვავისთვის, რომელიც მოქალაქეებისთვის იქნება განკუთვნილი.

გარდა ამისა, დირექტორთა საბჭო დათანხმდა, რომ უკრაინისადმი სოლიდარობისთვის საგანგებო პაკეტთან დაკავშირებით, ბანკმა შემდგომი ინიციატივები განაგრძოს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის