პარასკევს ჩატარებული რეიდის შედეგად, იტალიის პოლიციამ დააკავა იახტები, რომლებიც ეკუთვნოდა რუსეთის ორ უმდიდრეს ოლიგარქს.
სამართალდამცველებმა 65-მეტრიანი იახტა დააკავეს, რომლის ღირებულებაც 27 მილიონი დოლარს აღწევს.
ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, ალექსეი მორდაშოვს ეკუთვნის.
BBC-ის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იტალიურ მედიას მას შემდეგ აცნობეს, რაც ქალაქ იმპერიის ჩრდილოეთ პორტში, იახტები დააკავეს.
მეორე იახტა, რომელიც კიდევ ერთ ოლიგარქს, გენადი ტიმჩენკოს ეკუთვნის, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირები პუტინთან, სანაპირო ქალაქ იმპერიაში დააკავეს. აცხადებენ ოფიციალური პირები.
მორდაშოვის ქონება ფოლადის მწარმოებელ „სევერსტალთან“ ერთად დაახლოებით 29 მილიარდი დოლარია. ტიმჩენკოს, სავარაუდოდ, დაახლოებით 17 მილიარდი დოლარის აქტივები აქვს და თავისი ქონება ნავთობის ვაჭრობით მოიპოვეს.
ცნობისთვის, ისინი იმ 680 ფიზიკურ პირსა და 53 სუბიექტს შორის იყვნენ, რომელთაც ევროკავშირმა ორშაბათს სანქციები დაუწესა.ამ კვირაში საფრანგეთსა და გერმანიაში სხვა რუსი ოლიგარქების კუთვნილ იახტებსაც მსგავსი ყადაღა დაედო.