სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა

სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა. ამის შესახებ საქართველოს სამთო გამყოლთა ორგანიზაციებმა საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი რუსეთის ფედერაციის ტურისტების მომსახურებას წყვეტენ და მიმართავენ რუს გამყოლებს, არ ჩამოვიდნენ საქართველოში და ვლადიმერ პუტინი შეაჩერონ.

“ქართველი გამყოლები ვდგავართ უკრაინასთან. რუს ტურისტებს არ მოვემსახურებით. რუს გამყოლებს ვეუბნებით - არ ჩამოხვიდეთ, ახლა ტურიზმის დრო არ არის; დარჩით, გააჩერეთ პუტინი ამ ბარბაროსობისგან. ჩვენ გუშინ მივმართეთ საერთაშორისო ფედერაციას და შეაჩერეს რუსეთის წევრობა. ასევე, შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ სამთო გამყოლობის ასოციაციასთან და დავიწყებთ უკრაინელი გამყოლების მომზადებას უკრაინაში”,- განაცხადა სამთო გამყოლთა ასოციაციის წარმომადგენელმა დავით რაქვიაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს