ელექტრონული გადახდის სისტემა PayPal-მა უკრაინაში არსებული საომარი მოქმედებების გამო რუსეთში მუშაობა შეაჩერა, - ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვაჩერებთ PayPal-ის სერვისებს რუსეთში“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა.
ბოლო დროს PayPal რუსეთში ერთადერთი საშუალება იყო დაბლოკილი საბანკო ბარათიდან ონლაინ გადახდისთვის.