ვოლოდიმირ ზელენსკი - შემატყობინეს ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ - აეროპორტი მთლიანად განადგურებულია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქ ვინიცას აეროპორტი რუსი ოკუპანტების მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად სრულიად განადგურდა.

როგორც მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის და ცხოვრების განადგურებას.

„მე ახლახანს შემატყობინეს ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ - 8 რაკეტა. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა არასდროს დამუქრებია რუსეთს. სარაკეტო შეტევა არის მკაცრი, ცინიკური, აეროპორტი მთლიანად განადგურებულია. ისინი აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა, უკრაინელების თაობამ ავაშენეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ გაავრცელა მოწოდება უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვასთან დაკავშირებით.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში