ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინელებს აქვთ „მთავრობის უწყვეტობის“ გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის შემთხვევაში

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის შემთხვევაში, უკრაინელებს აქვთ „ამა თუ იმ გზით მთავრობის უწყვეტობის“ გეგმა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBS-ის ეთერში, „Face the Nation“-თან ინტერვიუში განაცხადა.

იქვე, ბლინკენმა ​ ზელენსკი შეაქო, მიმდინარე კრიზის ფონზე, გამოვლენილი "ლიდერობისთვის".

გარდა ამისა, CNN-ი წერს, რომ ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები განიხილავენ, „თუ როგორ დაუჭერს მხარს დასავლეთი დევნილობაში მყოფ უკრაინის მთავრობას, თუკი მას კიევიდან გაქცევა მოუწევს“.

მათივე ინფორმაციით, დისკუსიებისას განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში პოტენციური გადასვლა, ისევე როგორც ზელენსკისა და მისი თანაშემწეების პოლონეთში გადასვლა და იქ ახალი, ემიგრაციული მთავრობის დაარსება, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის ხელმძღვანელობა იძულებული გახდება ქვეყნიდან გაიქცეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის