საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს - 10 დღეზე მეტია, დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს არც შეეძლოთ წარმოედგინათ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა France 5-ის ეთერში განაცხადა.

„მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს არც შეეძლოთ რომ წარმოედგინათ“, - განაცხადა მინისტრმა.

საფრანგეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ომის ფასი აუტანელი გახდება რუსეთისთვის.

„პრეზიდენტი პუტინი რაღაც მომენტში დადგება არჩევანის წინაშე: ან მიიღოს რუსეთის ფუნქციონირებისთვის არსებითი შედეგები, ან დაიწყოს მოლაპარაკებები,“- განაცხადა ლე დრიანმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში შეაკავებს პუტინის შემდგომ აგრესიას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია