ბიუროს სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, პარლამენტის რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, პარლამენტის რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა.

რეზოლუციის პროექტით, საქართველოს პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებით.

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ" რეზოლუციით, პარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან.

რეზოლუციის პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ლევან ქარუმიძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი და სოზარ სუბარი არიან.

„სხდომაზე ბიუროს წევრები 15-18 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხებს გაეცნენ.

დეპუტატები, მინისტრის საათის ფორმატში, 17 მარტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო. დეპუტატებმა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს და გარკვეული კანონპროექტების განხილვის 30 დღის გაგრძელებას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო