დუბლინში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სატვირთო მანქანით რუსეთის საელჩოს ჭიშკარს დაეჯახა

ირლანდიის რესპუბლიკის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც დუბლინში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს შეეჯახა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიური გამოცემა TheJournal.ie ავრცელებს.

ირლანდიელი სამართალდამცველების ცნობით, პირი შემთხვევის ადგილზევე, სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 ნაწილის შესაბამისად დააკავეს.

ინციდენტი დღეს, ადგილობრივი დროით, 13:30 საათზე მოხდა.

ირლანდიის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებლის (RTÉ) ცნობით კი, საელჩოს მიმდებარედ გზები ამ დროისთვის ჩაკეტილია.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე რუსეთის საელჩოს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, დუბლინში რუსეთის საელჩოსთან ინციდენტი რამდენიმე დღის წინაც მოხდა, რა დროსაც დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას, უკრაინაში კრემლის შეჭრის გამო, კათოლიკე მღვდელმა წითელი საღებავი შეასხა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია