კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა - სანქცირებულთა შორის არიან ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრები, ოლიგარქები და ჟურნალისტები

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადა, რომელშიც რუსეთის 10 მოქალაქე მოხვდა, ვინც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელ შეჭრაშია მონაწილე.

CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმა ლონდონში თავის ნიდერლანდელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ტრუდოს თქმით, აღნიშნულ პირებს შორის არიან რუსეთის მთავრობის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები, ოლიგარქები და რუსეთის ხელისუფლების მომხრეები.

„ამ პირთა სახელები აღებულია სიიდან, რომელიც შედგენილია პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ. სანქციები აძლიერებს რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლას, მათ შორის, პუტინის უახლოეს გარემოცვაზე“, - განაცხადა ტრუდომ.

სასანქციო სიაში მოხვდნენ კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი, დუმის დეპუტატი პაველ კრაშენიკოვი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სალავიოვი, „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი და სხვები.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა