უკრაინის ომი ისრაელისთვის იმის შეხსენებაა, რომ ჩვენი უსაფრთხოება ყოველთვის მხოლოდ ჩვენს ხელში უნდა იყოს, – გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იარ ლაპიდმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა იტოვებს უფლებას, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სამხედრო გზით იმოქმედოს.
„ეს ომი შეხსენებაა ისრაელისთვის. ჩვენ გვყავს მეგობრები, გვყავს მოკავშირეები, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს მხოლოდ ჩვენს ხელში“, – აღნიშნა იარ ლაპიდმა.