ისრაელის საგარეო მინისტრი- უკრაინის ომი იმის შეხსენებაა, რომ გვყავს მეგობრები, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოება მხოლოდ ჩვენს ხელში უნდა იყოს

უკრაინის ომი ისრაელისთვის იმის შეხსენებაა, რომ ჩვენი უსაფრთხოება ყოველთვის მხოლოდ ჩვენს ხელში უნდა იყოს, – გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იარ ლაპიდმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა იტოვებს უფლებას, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სამხედრო გზით იმოქმედოს.

„ეს ომი შეხსენებაა ისრაელისთვის. ჩვენ გვყავს მეგობრები, გვყავს მოკავშირეები, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს მხოლოდ ჩვენს ხელში“, – აღნიშნა იარ ლაპიდმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის