პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ ბრიტანელებმა ძალიან ცოტა უკრაინელი ლტოლვილი მიიღეს.
„სოლიდარობა მოქმედებაშია. დიდმა ბრიტანეთმა ვიზა 50 უკრაინელ ლტოლვილს მისცა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მილიონი უკრაინელი მიიღეს. არადა, ბორის ჯონსონი ამბობს: „ჩვენ გულუხვები ვართ, როგორც შეგვიძლია, ჩვენ ძალიან, ძალიან დიდსულოვნები ვართ" - წერს ტუსკი „ტვიტერზე“.