ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

ევროპულმა კომისიამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა გახდეს 2030 წლამდე ევროპა რუსული საწვავისგან დამოუკიდებელი. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებაშია საუბარი.

გაზზე დამოკიდებულების შემცირება უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყება.

წარმოდგენილი გეგმა გულისხმობს ევროკავშირის მოთხოვნის შემცირებას რუსეთის გაზის 2/3-ზე უკვე მიმდინარე წლიდან.

„ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გეგმის თანახმად, ევროკომისია ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის 1-ელ ოქტომბრამდე.

წარმოდგენილი გეგმების განხილვა მოხდება ხუთშაბათს, საფრანგეთში დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტზე.

ევროკავშირის დამოკიდებულება ბუნებრივ აირზე რუსეთისადმი დაახლოებით 40 %-ს შეადგენს, ნავთობის მიწოდება 27 %-ს, ნახშირის 46 %-ს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის