დავით არახამია - "უკრობორონპრომი“ მზადაა, გადაიხადოს 1 000 000 დოლარი გატაცებული ან ნადავლი თვითმფრინავისთვის - რუსეთის პილოტებს, რომლებიც მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში, ექნებათ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობა

უკრაინის რადაში მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის „სამხედრო ნადავლისთვის“, კერძოდ კი სამხედრო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების სანაცვლოდ ჯილდოზე საუბრობს.

თანხის გარდა, რუს მფრინავებს არახამია მოქალაქეობასაც სთავაზობს.

„სახელმწიფო კონცერნი „უკრობორონპრომი“ მზადაა გადაიხადოს 1 000 000 დოლარი გატაცებული ან ნადავლი თვითმფრინავისთვის. ასევე გაგრძელდება პროგრამა, რომელიც საღ მდგომარეობაში მყოფ გატაცებული შვეულმფრენის სანაცვლოდ 500 000 დოლარს გასცემს“, - დაწერა დავით არახამიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "რუსეთის სამხედრო პილოტებს, რომლებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგრამაში, გარანტირებულად ექნებათ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობა“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!