თამაზ გაიაშვილი “ჯორჯიან ეარვეისის” ვებსაიტზე  Мир -ის გამოჩენაზე - თუ რამე შეიძლება, რომ ბილეთი გაიყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს - სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს

მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს, - ამის შესახებ “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში რუსული Мир-ის გამოჩენას.

მისი თქმით, ყველა სისტემა იმუშავებს, რომ ბილეთი გაიყიდოს.

“თუ რამე შეიძლება, რომ ბილეთი გაიყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს. მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს [შევუერთდე], სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს", - უთხრა “ჯორჯიან ეარვეისის” ქართველმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა "რადიო თავისუფლებას" და განმარტა, რომ თუკი შეუკვეთენ, რუსეთიდან პირდაპირ რეისებზეც არ იტყვის უარს", - აცხადებს გაიაშვილი.

ამასთან, "საქართველოს ავიახაზების" ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ კომპანიას რუსული Мир -ი "აირზენას" საიტის გადახდის სისტემებში თავად არ ჩაურთავს, მისი ვარაუდით, ეს იმ ბანკების გადაწყვეტილებაა, ვისთანაც ავიაკომპანია თანამშრომლობს.

“მე არ მექნება ასეთი გადახდის სისტემა, ეგენი აქვთ ბანკებს, ვისთანაც ვმუშაობთ. ჩემ საიტზე იმიტომ ჩანს, რომ მაგას ბანკები აკეთებენ. როგორ გგონიათ, საერთაშორისო კომპანიას, რომელიც 30 წელია ბაზარზეა, მარტო საქართველოში აქვს საბანკო ანგარიში? ყველგან გვაქვს, სადაც დავფრინავთ. ადრე რუსეთშიც დავფრინავდით, ბელარუსშიც”, - აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში "მასტერქარდისა" და "ვიზას" გვერდით რუსული Мир -იც გაჩნდა. ფინანსური სანქციების შემდეგ ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსულ ბარათებს ფლობენ, ივაჭრონ ონლაინ ან საზღვარგარეთ გადარიცხონ ფული, თუმცა არა ყველგან.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის