ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი - თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც საჯაროდ მხარი დაუჭირა რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს, უნივერსიტეტის დიპლომი არ აუღია - ვწუხვართ, რომ ჩვენს ყოფილ დოქტორანტს უკრაინა არ შეუყვარდა

ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, "ვიკიპედიაში" თორნიკე რიჟვაძის გვერდისა და აჭარის მთავრობის საიტზე არსებული ინფორმაცია, რომ მას უნივერისტეტის დოქტორის ხარისხი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი მას არ აუღია.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც საჯაროდ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივ ქმედებებს, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი არ აუღია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიკიპედიაში მის გვერდსა და აჭარის მთავრობის საიტზე არის აღნიშნული, რომ მას აქვს დოქტორის ხარისხი, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უნივერსიტეტი ასევე განმარტავს, რომ თორნიკე რიჟვაძე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დოქტორანტურაზე 2015 წელს ჩააბარა, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო საკუთარი სურვილით იქნა გარიცხული.

„სწავლა შეწყდა, ეს პერიოდი სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით არ დასრულდა. ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენს ყოფილ დოქტორანტს უკრაინა არ შეუყვარდა“, - წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 7 მარტს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, რუსეთმა თუ უკრაინამ, თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ „ეს დარგის ექსპერტებმა იციან“. „ეს დარგის ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ. ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის მალე დასრულებას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის ვებგვერდზე, თორნიკე რიჟვაძის ბიოგრაფიულ მონაცემებში სხვა ცნობებთან ერთად წერა: "2015 - დღემდე-ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დოქტორანტურა - Ph.D ,,ენერგეტიკის სამართალი”".

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის