უკრაინასა და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, როგორ აისახა უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე იმაზე, ახლა როცა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიო იცვლება, ამ პროცესების ფონზე როგორ გამოიყურება საქართველო, რომელიც რუსეთის შემდეგი სამიზნე შეიძლება აღმოჩნდეს და სავარაუდოდ, რა უნდა აკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ძალებმა იმისათვის, რომ ქვეყანამ წარმატებით შეძლოს ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების თავიდან აცილება, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა მსოფლიო შეცვალა. მსოფლიო უკვე ისეთი ვეღარ იქნება, როგორც ის 24 თებერვლამდე იყო. ეს ეხება ცივილიზებული სამყაროს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემასაც.
გასაგებია, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის მიმართ რადიკალურად შეიცვალეს პოზიცია ისეთმა ქვეყნებმა, რომლებიც ტრადიციულად მოსკოვის პარტნიორებად მიიჩნეოდნენ. რუსეთს ევროპასა და აშშ-ში ვერც იმ პოლიტიკურმა ძალებმა და ლიდერებმა უშველეს, რომლებსაც კრემლი წლებია აფინანსებდა. იგულისხმება ევროპასა და აშშ-ში მემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალები.
რუსეთის მიმართ კრიტიკული პოზიციების გამო ევროპას რუსულ გაზში ჯერ არნახული ფასის გადახდა უწევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროპა დღეს რუსეთთან დამოკიდებულებაში ერთიანია როგორც არასდროს.
დიდ ომს ძლიერი ეკონომიკა, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული უპირატესობა იგებს, რითაც დღევანდელი რუსეთი ვერაფრით ვერ დაიკვეხნის. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბირთვული ქვეყანაა. როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო ხდება? იგულისხმება უკრაინის გამო მთელი ცივილიზებული სამყაროს არნახული კონსოლიდაცია და ერთიანობა...
- ყველა თანხმდება იმაზე, რომ რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე ბევრი რამ შეცვალა მსოფლიო პოლიტიკაში. ჩემი აზრით, საერთოდ ახალი ეპოქა იწყება, როცა დასავლური სამყარო იძულებული გახდა, სულ რამდენიმე თვეში რუსეთთან მიმართებით ახალი პარადიგმა ჩამოეყალიბებინა.
ფაქტია, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთს უკვე დღეს ავღანეთში შეჭრაზე ათასჯერ ძვირად უჯდება, პირველ რიგში, პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე, სამხედრო თვალსაზრისით. თუკი საერთაშორისო საზოგადოების თვალში პრაღის გაზაფხულით დაიწყო და ავღანეთში საბჭოთა არმიის შეჭრით საბოლოოდ დასრულდა სსრკ-ის ბოროტების იმპერიად ფორმირების პროცესი, რუსეთთან მიმართებით ასეთი ისტორიული როლი უკრაინის კრიზისს დაეკისრა.
რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე ბევრი რამ შეცვალა მსოფლიო პოლიტიკაში. ჩემი აზრით, საერთოდ ახალი ეპოქა იწყება, როცა დასავლური სამყარო იძულებული გახდა, სულ რამდენიმე თვეში რუსეთთან მიმართებით ახალი პარადიგმა ჩამოეყალიბებინა
ავღანური ავანტიურის ფასად სსრკ-მ კი გარკვეული ეკონომიკური სანქციები მიიღო, რამაც კიდევ უფრო გაზარდა წითელი იმპერიის ტექნოლოგიური ჩამორჩენა, ხოლო ავღანეთის ომის დანახარჯებმა, დასავლურმა სანქციებმა და ნავთობზე ფასის დაცემამ რამდენიმე წელიწადში სსრკ-ს ეკონომიკა წელში გაწყვიტა, რაც მისი დაშლით დასრულდა.
დღევანდელი რუსეთი სსრკ-ზე შეუდარებლად უფრო სუსტია, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. უკრაინის ავანტიურის გამო პუტინის რუსეთის მიმართ მორალურ-პოლიტიკური დარტყმა ფაქტობრივად ტოტალურია. დასავლეთის საზოგადოების თვალში რუსეთი ცალსახად აგრესორია. ხელშესახები პარტნიორი რუსეთს საერთაშორისო არენაზე არ ჰყავს.
ბელარუსის დიქტატორი, მიანმის ხუნტა, ყირგიზეთის ავტოკრატი პრეზიდენტი - ესაა და ეს. რუსეთის მიმართ შემოღებული ეკონომიკური სანქციები, წინა საუკუნის 80-იან წლებში სსრკ-ს მიმართ შემოღებულ სანქციებთან შედარებით, ბევრად მასშტაბური და მტკივნეულია.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაშინ სსრკ-ს მსოფლიოს ნაწილთან, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების პარალელური სისტემა ჰქონდა, ე.წ. СЕВ ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო, რომელშიც სსრკ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შედიოდნენ.
ეს კი ნაწილობრივ მაინც ამცირებდა სანქციების ეფექტს. აძლევდა სსრკ-ს შესაძლებლობას, მოეხდინა გარკვეული ტექნოლოგიებისა და პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტი. სსრკ-ს ეკონომიკა არ იყო ასე ინტეგრირებული მსოფლიოს ეკონომიკურ სისტემაში, თანამედროვე ტექნოლოგიებით ასე მიბმული და ტოტალურად დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე.
ამიტომ, დღევანდელი სანქციები გაცილებით დამანგრეველი და ტოტალური ზიანის მომტანია რუსეთისთვის. არც სსრკ-ს ელიტას ჰქონდა ასე მასობრივად თავისი ქონებრივი და ფინანსური ინტერესები დასავლეთში, განსხვავებით ახლანდელი რუსული ელიტისგან, რაც მათ, საკუთარი სურვილის მიუხედავად, ბუნებრივ ოპოზიციაში აყენებთ პუტინთან.
შეიძლება ცინიკურად გეჩვენოთ, მაგრამ, ვფიქრობ, დასავლეთში კარგად ხვდებიან, რომ რაც უფრო მეტად ჩაეფლობა რუსეთი უკრაინაში, მით უფრო მძიმე იქნება მისი ხვედრი. სხვანაირად იმპერიული იდეოლოგიის ავადმყოფობისაგან რუსების გათავისუფლება ვერ ხერხდება.
დასავლეთში კარგად ხვდებიან, რომ რაც უფრო მეტად ჩაეფლობა რუსეთი უკრაინაში, მით უფრო მძიმე იქნება მისი ხვედრი. სხვანაირად იმპერიული იდეოლოგიის ავადმყოფობისაგან რუსების გათავისუფლება ვერ ხერხდება
სიტყვით ვერ გაიგეს, საკუთარ ჯიბეებით, საკუთარი შვილების სიცოცხლეებით და მათი დანგრეულ ცხოვრებით უნდა აიძულონ რუსები მიხვდნენ, რომ იმპერიულ რუსეთს მომავალი არ აქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა დასავლეთი უფრო საშუალოვადიან თამაშზე გადავიდა.
დასავლეთის ამოცანაა, ერთი მხრივ, არ დაუშვას უკრაინაში რუსეთის გამარჯვება, მეორე მხრივ კი, არ მიიყვანოს კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე. ამიტომ NATO თავად არ ჩაებმება რუსეთთან კონფლიქტში, მაგრამ მაქსიმალურად მოამარაგებს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა.
დასავლეთის ამოცანაა, ერთი მხრივ, არ დაუშვას უკრაინაში რუსეთის გამარჯვება, მეორე მხრივ კი, არ მიიყვანოს კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე. ამიტომ NATO თავად არ ჩაებმება რუსეთთან კონფლიქტში, მაგრამ მაქსიმალურად მოამარაგებს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა
ამავე დროს, სანქციები რუსეთს მაქსიმალურად შეუზღუდავს ახალი ტექნოლოგიებისა (მათ შორის, სამხედრო) თუ ფინანსური რესურსების მიღების საშუალებას. უკრაინაში საომარი მოქმედებით რუსეთი იძულებული გახდება, გახარჯოს დარჩენილი სამხედრო თუ ფინანსურ-ეკონომიკური რესურსები, მთელი მის ხელთ არსებული რეზერვები. ხოლო ომისგან თავისუფალი ფინანსური რესურსები მოახმაროს მოსახლეობისათვის ცხოვრების დონის მინიმალურ ნიშნულებზე შენარჩუნებას.
თუკი არსებულ სანქციებს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაზე ემბარგოც დაერთო, (აშშ-მ ეს გუშინ უკვე დააწესა) უკრაინაში ომის ხარჯებთან ერთად, რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება, უმუშევრობის ზრდა, ინფლაცია, წარმოების შემცირება ელის, ომის გამო გაზრდილი სამხედრო ხარჯების ფონზე.
- ასეთ ფონზე, სამწუხაროდ გვიწევს იმაზე საუბარი, რომ თუ როგორ აისახა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე.
ჯერ იყო პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა - „ომი უკრაინაშია, მე უამრავი საქმე მაქვსო“. ამის შემდეგ, როცა რუსთაველი გაივსო უკრაინის მხარდამჭერებითა და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეუერთდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა და ახლაც იმართება. ამის ფონზე ხელისუფლების რიტორიკაში გარკვეული ცვლილებები მოხდა.
ახლა ბევრს კამათობენ უნდა შეერთებოდა თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მგონია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რა ნაბიჯებს დგამს და მომავალში როგორ ნაბიჯებს გადადგამს საქართველო.
საერთაშორისო ორგანიზაციებში რომ მხარი დაუჭირეთ უკრაინას, ეს გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკა საგრძნობლად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას იმ ქვეყნებში, რომლებიც აქამდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ არაღიარების პოლიტიკას ატარებდნენ.
ვითარებაში, როცა უკრაინა ომობს და ევროპასაც და ჩვენც გვიცავს, გაუგებარია საქართველოს მიერ რუსულ ბაზარზე რძის პროდუქტების შეტანაზე საუბარი და იმის მტკიცება, რომ ეს ქართული კომპანიებისთვის „შესაძლებლობაა“.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყანამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი შემოეღო, რომ რუსეთიდან საქართველოში ვიზით შემოსულებზე პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებს აეღოთ. შედეგი კი ასეთია - არ ვიცით ვინ არიან და რა მიზნებით აქვთ რუსეთიდან საქართველოში შემოსულ 25 ათას რუსეთის მოქალაქეებს.
ამ თემაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ რაც მეტი დრო გადის სულ უფრო ძნელად გასაგები ხდება არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთთან ომში ჩართული უკრაინასთან და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად.
როგორ შეფასებით ამ ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს? რამდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის უკრაინასთან დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკა და საერთოდ, თქვენი დაკვირვებით აღგვიქვამს თუ არა დასავლეთი და აშშ უკრაინის ომში საქართველოს საიმედო პარტნიორად?
- 2012 წელს „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ საქართველო აღარ უნდა ყოფილიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების ან ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთი მიზეზი.
ეს სურდა ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უმრავლესობას და ეს აწყობდათ დასავლეთში, განსაკუთრებით, ევროპაში, სადაც ცდილობდნენ, რუსეთისადმი დაყვავების პოლიტიკით შეენარჩუნებინათ მასთან პროგნოზირებადი პოლიტიკური და პარტნიორული ეკონომიკური ურთიერთობები.
რუსეთთან მიმართებით საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკა ევროპისთვის უფრო მისაღები იყო, ვიდრე სააკაშვილის ანტირუსული და აგრესიული რიტორიკა.
ბოლო თვეებში პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. დასავლეთი 30 წელი ცდილობდა, რუსეთი მისი სამყაროს ნაწილად თუ არა, მის პროგნოზირებად პარტნიორად მაინც ექცია. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთთან ურთიერთობაში დასავლეთი ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა, რაც, საბოლოო ჯამში, შეცდომა აღმოჩნდა.
დასავლეთი 30 წელი ცდილობდა, რუსეთი მისი სამყაროს ნაწილად თუ არა, მის პროგნოზირებად პარტნიორად მაინც ექცია. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთთან ურთიერთობაში დასავლეთი ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა, რაც, საბოლოო ჯამში, შეცდომა აღმოჩნდა
მცდარი აღმოჩნდა იდეა, რომ გამდიდრებული, მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრირებული რუსეთი, მისი ელიტა, საკუთარი შემოსავლების, სტაბილური განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდის შენარჩუნების მიზნით, დაიცავდა თამაშის წესებს, უარს იტყოდა აგრესიული პოლიტიკისგან. მოხდა პირიქით.
ნულოვან წლებში ნავთობსა და ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასების შედეგად მიღებული ჭარბი შემოსავლები რუსეთმა ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას კი არა, პირველ რიგში, სამხედრო ძალების მოდერნიზებას, აგრესიული პოლიტიკის წარმოებისათვის საჭირო სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბაზის ჩამოყალიბებას მოახმარა.
დასავლეთის მცდელობა, დაყვავების, დათმობების გზით შეეჩერებინა რუსეთის იმპერიული ზრახვები, მარცხით დასრულდა. არც 2008 (საქართველოში შემოჭრა) და არც 2014 წელს (ყირიმის ანექსია) რუსეთის ქმედებებზე დასავლეთის სამყაროს მკაცრი რეაქცია არ ჰქონია.
მეტიც, გავლენიან დასავლელ პოლიტიკოსთა ნაწილი ცდილობდა, თუ არ გაემართლებინა, გარკვეული არგუმენტებით აეხსნა და საზოგადოების თვალში შეემსუბუქებინა რუსეთის პასუხისმგებლობა მეზობლების მიმართ განხორციელებულ აგრესიასა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაზე.
უკრაინაზე თავდასხმა დასავლეთისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ალბათ, თავისი გავლენა იქონია პუტინის უტიფარმა დამოკიდებულებამ დასავლეთის ლიდერების მიმართ, წამყვანი სახელმწიფოების ხელმძღვანელთა დიპლომატიური მცდელობების ცინიკურმა და დამამცირებელმა იგნორირებამ, როცა რუსეთის პრეზიდენტი ბავშვივით ატყუებდა გერმანიის, საფრანგეთის აშშ-ის, ინგლისის პირველ პირებს და მთელს მსოფლიოს, რომ არსად შეჭრას არ აპირებდა და დასავლურ მედიაში ატეხილი განგაში უკრაინაში შეჭრის გეგმების შესახებ, უბრალო პროპაგანდა და ტყუილი იყო.
თავისი საქციელით პუტინმა აიძულა დასავლეთი, დაეწყო რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი, რასაც, ჩემი აზრით, პირობითად, "ჭირვეულის მორჯულება", ანუ რუსეთის დასჯა შეიძლება ეწოდოს. მიზანი, ალბათ, იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კუთხით რუსეთის ისე დასუსტება, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს დასავლური სამყაროსა და საერთოდ, კაცობრიობისათვის.
თავისი საქციელით პუტინმა აიძულა დასავლეთი, დაეწყო რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი, რასაც, ჩემი აზრით, პირობითად, "ჭირვეულის მორჯულება", ანუ რუსეთის დასჯა შეიძლება ეწოდოს. მიზანი, ალბათ, იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კუთხით რუსეთის ისე დასუსტება, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს დასავლური სამყაროსა და საერთოდ, კაცობრიობისათვის
პირადად ჩემთვის, დასავლური პოლიტიკის ამ მიმართულებით ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელი იყო გერმანიის კანცლერის, შოლცის გამოსვლა ბუნდესტაგში.
საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში უნდა მოძებნოს თავისი ადგილი. მრავალუცნობიანი განტოლებაა - უნდა დარჩე დასავლეთის მტკიცე მოკავშირედ, უნდა შეინარჩუნო ევროპაში ინტეგრაციის კურსი, ამავე დროს, არ გაამწვავო შენს მეზობელთან მდგომარეობა ისე, რომ მორიგი აგრესიის საფრთხის ქვეშ დააყენო ქვეყანა.
ამავე დროს, როგორც ჩანს, ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების, დასავლეთსა და რუსეთს შორის ვითარების დაძაბვის ფონზე, საქართველოს მთავრობას რუსეთთან მიმართებით უფრო მკაფიო პოზიციების დაკავების აუცილებლობის წინაშე დააყენებს.
ჩემი აზრით, დასავლეთი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან ჩვენს შეერთებას მაინცდამაინც არც ელოდა და არც მოითხოვდა. მათ კარგად ესმოდათ, რომ იმ მიზნისთვის, რისთვისაც შემოიღეს ეს სანქციები, საქართველოს შეერთებას პრაგმატულად ბევრი არაფერი მოჰქონდა, სამაგიეროდ, თავად ეკონომიკურად სერიოზულად შეიძლება დაზარალებულიყო.
დასავლეთი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან ჩვენს შეერთებას მაინცდამაინც არც ელოდა და არც მოითხოვდა. მათ კარგად ესმოდათ, რომ იმ მიზნისთვის, რისთვისაც შემოიღეს ეს სანქციები, საქართველოს შეერთებას პრაგმატულად ბევრი არაფერი მოჰქონდა, სამაგიეროდ, თავად ეკონომიკურად სერიოზულად შეიძლება დაზარალებულიყო
ეს კი ისევ დასავლეთის თავსატეხი გახდებოდა და უკრაინასთან ერთად, საქართველოსთვისაც დამატებითი ეკონომიკური დახმარების გამოყოფის ვალდებულებას გააჩენდა. ამიტომ, ჩემი აზრით, ქვეყანამ უფრო მეტი იმიჯური დარტყმა მიიღო არა სანქციებთან არშეერთებით, არამედ იმით, თუ როგორ აუხსნა ხელისუფლებამ ეს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.
პრემიერის ფრაზები - „ომი უკრაინაშია, მე კი საქმეები მაქვს (ანუ რაც ხდება, ჩვენ ნაკლებად გვეხება და უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე გვაქვს საფიქრალი), „ჩვენ გადაწყვეტილებებს ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიღებთ“ - ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება არ უყურებს ამ კონფლიქტს ისე, როგორც დასავლეთის ლიდერები, კერძოდ, როგორც ომს სიკეთესა და ბოროტებას შორის.
ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ჩვენი ბედიც წყდება და უკრაინის გამარჯვება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, რომ უკრაინის გამარჯვება ანადგურებს რუსეთის იმპერიის აღდგენის პროექტს, რაშიც ჩვენ გვერდიგვერდ უნდა ვიდგეთ. მოკლედ, სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო, ასე გამოვიდა ღარიბაშვილის ამ განცხადებიდან.
ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ჩვენი ბედიც წყდება და უკრაინის გამარჯვება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, რომ უკრაინის გამარჯვება ანადგურებს რუსეთის იმპერიის აღდგენის პროექტს, რაშიც ჩვენ გვერდიგვერდ უნდა ვიდგეთ. მოკლედ, სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო, ასე გამოვიდა ღარიბაშვილის ამ განცხადებიდან
ეს იყო საქართველოს პრემიერის სერიოზული შეცდომა, რაშიც, ჩემი აზრით, დიდი როლი ითამაშა ზელენსკისა და დღევანდელი უკრაინული მთავრობის მიმართ ღარიბაშვილის და „ოცნების“ ლიდერების გაბრაზებამ, მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო.
ამას მოყვა ზელენსკის საპასუხო განცხადებები და არცთუ ადეკვატური ნაბიჯი - ელჩის გაწვევა საქართველოდან, საიდანაც კარგად გამოჩნდა, რომ არც უკრაინის მთავრობაში ამოსდით მზე და მთვარე „ოცნების“ დღევანდელ ხელმძღვანელობაზე.
მოკლედ, ცარიელ ადგილას წარმოქმნილ ქართულ-უკრაინულ გაუგებრობაში ლომის წვლილი ქვეყნის ლიდერების სუბიექტურ ფაქტორებს მიუძღვის. ეს ყველაფერი ხდება უკრაინის მიმართ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური და სრულიად გულწრფელი განცხადებების ფონზე.
ცარიელ ადგილას წარმოქმნილ ქართულ-უკრაინულ გაუგებრობაში ლომის წვლილი ქვეყნის ლიდერების სუბიექტურ ფაქტორებს მიუძღვის. ეს ყველაფერი ხდება უკრაინის მიმართ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური და სრულიად გულწრფელი განცხადებების ფონზე
- გასაგებია, რომ ჩვენი ამოცანაა არ მოვახდინოთ რუსეთთან არანაირი ესკალაცია, რადგან ფაქტია, რომ რუსეთის სამიზნე საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს.
მაგრამ, გაუგებარია იმ ადამიანების დევნა, ვინც ქუჩაში მხარს უჭერს უკრაინას და აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. ფაქტია, რომ ასეთი რამ ევროპისა და დანარჩენ მსოფლიოში რუსეთის გარდა არსად ხდება.
განსაკუთრებულ გაკვირვებას იწვევს სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში იმაზე მსჯელობა, რომ შექმნილი ვითარებით ქართულმა ბიზნესმა უნდა ისარგებლოს და უარი არ თქვას საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული ბიზნესმენების მიერ ბიზნესების წარმოებაზე. არც იმაზე, თუ ისინი შეეცდებიან საქართველოს გავლით მსოფლიო ბაზარზე რუსული პროდუქციის გატანას.
თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდამჭერების დევნას და მეორე მხრივ საჯარო სივრცეში მსჯელობებს იმაზე, რომ თურმე საქართველომ შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას და საქართველოში ჩამოსული რუსი მოქალაქეების ბიზნესშესაძლებლობები ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს? და თუ მაინც პროცესები სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელა უკრაინის მხარდამჭერებისა და უკრაინის თემაზე მათი ოპონენტების დაკავება, ასევე ხელი შეუწყო რუსულ ბიზნესს საქართველოს გავლით შეძლოს დასავლური ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლით საქართველოში საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ რა დასკვნებს გააკეთებენ საქართველოს ხელისუფლებაზე ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები?
- ზოგიერთი, მათ შორის, მმართველ პარტიაში, ძალიან ჰაიჰარად უყურებს რუსების მიერ საქართველოში კომპანიების მასობრივად გახსნას, ხელებსაც კი იფშვნეტენ, არიქა, ინვესტიცია შემოდის, შემოსავლები გაიზრდებაო. ამ დროს არ ხდება საფრთხეების გაანალიზება. შეიძლება ბუმერანგის ეფექტი მივიღოთ.
მმართველ პარტიაში, ძალიან ჰაიჰარად უყურებს რუსების მიერ საქართველოში კომპანიების მასობრივად გახსნას, ხელებსაც კი იფშვნეტენ, არიქა, ინვესტიცია შემოდის, შემოსავლები გაიზრდებაო. ამ დროს არ ხდება საფრთხეების გაანალიზება. შეიძლება ბუმერანგის ეფექტი მივიღოთ
საქმე ისაა, რომ საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებზე არ ვრცელდება დასავლეთის სანქციები, მათ შორის, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. თუკი რუსეთი აქ დაფუძნებული კომპანიებით ეცდება, შეისყიდოს ის ტექნოლოგიები, რომელზედაც დღეს მას სანქციების გამო ხელი არ მიუწვდება, შემდეგ კი საქართველოდან ლეგალურად ან კონტრაბანდული გზით შეიტანს რუსეთში და ამით ტექნოლოგიურ ემბარგოს გაარღვევს, ეს შეიძლება ჩვენთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს და საქართველო და აქ დაფუძნებული კომპანიები მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში.
თუკი რუსეთი აქ დაფუძნებული კომპანიებით ეცდება, შეისყიდოს ის ტექნოლოგიები, რომელზედაც დღეს მას სანქციების გამო ხელი არ მიუწვდება, შემდეგ კი საქართველოდან ლეგალურად ან კონტრაბანდული გზით შეიტანს რუსეთში და ამით ტექნოლოგიურ ემბარგოს გაარღვევს, ეს შეიძლება ჩვენთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს და საქართველო და აქ დაფუძნებული კომპანიები მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფაქტობრივად ჩვენვე დავეხმარებით ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, დაამზადოს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური იარაღი, რომელსაც ისევ ჩვენს დასაშანტაჟებლად და ღმერთმა ნუ ქნას, დასაპყრობად გამოიყენებს. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ მთავრობა ასეთი ახლომხედველი და ბეცი არ აღმოჩნდება.
პრაგმატული პოლიტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სწორად გააანალიზო შენი გადაწყვეტილების შედეგები, როგორც, პოტენციური ბენეფიტები, ისე რისკები. აწონ-დაწონო ერთიც და მეორეც, გააკეთო შესაბამისი დასკვნები და იმოქმედო.
უნდა განსაზღვროს მთავრობამ, რა ფინანსურ მოგებას ნახავს საქართველო რუსულ ბაზარზე, მაგალითად, რძის პროდუქტების შეტანით და ისიც განსაზღვროს, გვიღირს თუ არა არაჟნის გაყიდვით მიღებული მოგება იმ მორალურ და იმიჯურ ზარალად, რასაც მიიღებს მთავრობაც და ქვეყანაც ამ ნაბიჯით. არა მგონია, დღევანდელ მთავრობას ასეთი ანალიზი გაკეთებული ჰქონდეს.
უნდა განსაზღვროს მთავრობამ, რა ფინანსურ მოგებას ნახავს საქართველო რუსულ ბაზარზე, მაგალითად, რძის პროდუქტების შეტანით და ისიც განსაზღვროს, გვიღირს თუ არა არაჟნის გაყიდვით მიღებული მოგება იმ მორალურ და იმიჯურ ზარალად, რასაც მიიღებს მთავრობაც და ქვეყანაც ამ ნაბიჯით. არა მგონია, დღევანდელ მთავრობას ასეთი ანალიზი გაკეთებული ჰქონდეს
მთავრობის განცხადებები და რიგ საკითხებში გაურკვეველი პოზიცია უაღრესად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ამის საპასუხოდ ხელისუფლებამ, თავისი ტროლ-ბოტ-არმიის გამოყენებით, ერთადერთი კონტრპროპაგანდისტული მეთოდი გამონახა.
ისინი ცდილობენ, რომ პრემიერის პოზიციის მოწინააღმდეგეებს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის სურვილი დააბრალონ. ვინაიდან ხელისუფლების პროპაგანდის მთავარი მიზანია, ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგე სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მომხრედ შერაცხონ, მათი მესიჯბოქსიც შესაბამისია - „თქვენ ომი გინდათ რუსეთთან“ „ოცნებობთ, განმეორდეს 2008 წელი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს“ და ა.შ.
თუმცა, ფაქტია, რომ, ჯერ-ჯერობით, ეს პროპაგანდა მაინცდამაინც წარმატებული ვერ არის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. „ოცნება“ ვერ ხვდება, რომ მსგავსი პროპაგანდით კიდევ უფრო აღრმავებს განხეთქილებას საზოგადოებაში და გარკვეულწილად, რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური ჯგუფების წისქვილზე ასხამს წყალს.
„ოცნება“ ვერ ხვდება, რომ მსგავსი პროპაგანდით კიდევ უფრო აღრმავებს განხეთქილებას საზოგადოებაში და გარკვეულწილად, რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური ჯგუფების წისქვილზე ასხამს წყალს
ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ღარიბაშვილი-კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების მხარდაჭერა და დაცვა თავად „ოცნების“ ბევრ მომხრესაც ძალიან უჭირს.
- როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ, ფაქტია, რომ რუსეთი, როგორც საფრთხე არსად გაქრება.
ფაქტია ისიც, რომ გამოცხადებული ოფიციალურად არაა, თორემ მესამე მსოფლიო ომი პრაქტიკულად კარგა ხანია დაწყებულია. ასეთ ვითარებაში ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ იწვევს უსაფრთხოების საბჭოს, არც პარლამენტი და არც მთავრობა არაა გადასული საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.
- თუ გავაანალიზებთ პუტინის მიერ 2008 წელს და გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რთული მისახვედრი არ არის, რომ მისთვის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება მხოლოდ საბაბია თავისი აგრესიული პოლიტიკის გასამართლებლად, სინამდვილეში კი მისი მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენა და "დაკარგული "Исконно русски" მიწების" შემორთებაა.
თუ გავაანალიზებთ პუტინის მიერ 2008 წელს და გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რთული მისახვედრი არ არის, რომ მისთვის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება მხოლოდ საბაბია თავისი აგრესიული პოლიტიკის გასამართლებლად, სინამდვილეში კი მისი მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენა და "დაკარგული "Исконно русски" მიწების" შემოერთებაა
რაც შეეხება ნატოს გაფართოების გამო „რუსეთის ყელზე მიბჯენილი დანისგან“ თავისი ქვეყნის დაცვის მიზნით საკუთარი აგრესიული პოლიტიკის ახსნას, როგორც რუსეთის საპასუხო რეაქციას, ან ძალიან მიამიტი, ან ძალიან გიჟი უნდა იყო, ეს რომ დაიჯერო.
დაიჯერო ის, რომ დონეცკის და ლუგანსკის, ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, რუსეთი თავს იცავს ნატოს რაკეტების განლაგებისგან უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე და, რომ ეს რამენაირად შეამცირებს ნატოს დარტყმითი შეიარაღების რუსეთის ტერიტორიამდე მიფრენის დროს.
სურვილის შემთხვევაში ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიდან - თურქეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, ნორვეგიიდან არანაკლებ ადვილია, ხშირ შემთხვევაში კი, უფრო მოხერხებულია რუსეთის ძირითად ცენტრებზე მიწვდომა, როგორც ჩრდილოეთ (პეტერბურგი), ისე ცენტრალურ და სამხრეთ მიმართულებებზე, ვიდრე თუნდაც საქართველოდან.
ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი ნატოს წევრი უკვე რამდენიმე ათეული წელია, მაგრამ მათგან რუსეთს თავდასხმის საფრთხე არასდროს შეჰქმნია, ისევე, როგორც ნატოს ალიანსისგან.
პუტინმა კარგად იცის, რომ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც თუნდაც რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღების შემცირების შიშით, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციების შემოღებაზეც ვერ შეთანხმებულა, დედამიწის ზურგზე ვერანაირი ძალა ვერ დაიყოლიებს, პირველი დაესხას თავს რუსეთს და კონტინენტზე ყველას განადგურების საფრთხის შემცველი ომი გააჩაღოს.
მითია ეს საფრთხე! ამიტომ ბლეფობს რუსეთის პრეზიდენტი, როცა თავის საქციელს ევროპიდან ჰიპოთეტური აგრესიის შემთხვევაში დაუცველობის გრძნობით ამართლებს. მან იცის, რომ ეს ტყუილია, მაგრამ მას სჭირდება რაიმე არგუმენტი თავისი იმპერიული, აგრესიული ქმედებების შესანიღბავად, მეტნაკლებად დამაჯერებელი საბაბი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიების მისატაცებლად.
ბლეფობს რუსეთის პრეზიდენტი, როცა თავის საქციელს ევროპიდან ჰიპოთეტური აგრესიის შემთხვევაში დაუცველობის გრძნობით ამართლებს. მან იცის, რომ ეს ტყუილია, მაგრამ მას სჭირდება რაიმე არგუმენტი თავისი იმპერიული, აგრესიული ქმედებების შესანიღბად, მეტნაკლებად დამაჯერებელი საბაბი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიების მისატაცებლად
პუტინს ეს ყველაფერი ჭირდება რუსეთში საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლადაც, თავისი მმართველობის სახალხო მხარდაჭერის გასამყარებლად. რეჟიმს, რომელიც მრავალი წელია, ვერაფრით ახერხებს მსოფლიოში უმდიდრესი რესურსების მქონე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას, სხვა გზა არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ მოახდინოს საზოგადოების ზომბირება ველიკორუსული შოვინიზმითა და იმპერიული თემატიკით, დიდი რუსეთის აღდგენის იდეით და ამ გზაზე მიღწეული წარმატებებით.
სინამდვილეში, რასაც პუტინის რეჟიმი, მისი გარემოცვა ებრძვის და რაც წარმოადგენს მისი მმართველობის რეალურ საფრთხეს, ეს არის დასავლური სამყაროს ღირებულებები და იდეოლოგია - თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატია. სწორედ დემოკრატიული სისტემა ხელისუფლების ანგარიშვალდებულება მოქალაქეების წინაშე, დემოკრატიული არჩევნები, დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლა არის პუტინის ელიტისთვის მთავარი საფრთხე, რის გამოც რუსეთი უპირისპირდება დასავლურ ღირებულებებს.
რასაც პუტინის რეჟიმი, მისი გარემოცვა ებრძვის და რაც წარმოადგენს მისი მმართველობის რეალურ საფრთხეს, ეს არის დასავლური სამყაროს ღირებულებები და იდეოლოგია - თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატია. სწორედ დემოკრატიული სისტემა ხელისუფლების ანგარიშვალდებულება მოქალაქეების წინაშე, დემოკრატიული არჩევნები, დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლა არის პუტინის ელიტისთვის მთავარი საფრთხე, რის გამოც რუსეთი უპირისპირდება დასავლურ ღირებულებებს
რუსეთი ყველანაირად ცდილობს, შეაჩეროს ამ ტალღის გავრცელება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ამ სივრცეში არ შედგეს წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების პრეცენდენტი, რათა ეს მაგალითი მისაბაძი არ აღმოჩნდეს თავად რუსეთის მოსახლეობისათვის.
საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის, მთელი საზოგადოების მთავარი გამოწვევაა, მოვუაროთ ჩვენს მთავარ პრობლემას, შიდა გათიშულობას, პოლიტიკურ პოლარიზაციას და საკუთარი ენერგია მივმართოთ ქვეყნის რეფორმირებისა და მოდერნიზაციისკენ.
საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის, მთელი საზოგადოების მთავარი გამოწვევაა, მოვუაროთ ჩვენს მთავარ პრობლემას, შიდა გათიშულობას, პოლიტიკურ პოლარიზაციას და საკუთარი ენერგია მივმართოთ ქვეყნის რეფორმირებისა და მოდერნიზაციისკენ
წინდახედულად და მტკიცედ უნდა ვიაროთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. სანამ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია, რომ არა ოპოზიციასთან, არა საზოგადოებასთან ერთად, არამედ მარტომ, მხოლოდ მან უნდა გადაჭრას ეს პრობლემები და შემდეგ მხოლოდ თავად უნდა მიიწეროს ყველა წარმატება (თუ ასეთი ექნება), სანამ ოპოზიციაშიც ძირითადი პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი აზროვნებს სისტემით - „ან ყველაფერი, ან არაფერი“, მანამდე ჩვენ მუდმივი შიდადესტაბილიზაციის საფრთხე გვექნება.
ხელისუფლება, რომელიც წაგებულ მუნიციპალიტეტში ზედიზედ შლის საკრებულოს სხდომებს და პარალიზებას უკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ასეთი ხელისუფლება პატივს არ სცემს საზოგადოების არჩევანს, არ ესმის ძალაუფლების დანაწილების პრინციპები, ევროპული დემოკრატია, რომელიც დიალოგზე, კომპრომისებზე და საზოგადოების ნების პატივისცემაზეა აგებული.
ხელისუფლება, რომელიც წაგებულ მუნიციპალიტეტში ზედიზედ შლის საკრებულოს სხდომებს და პარალიზებას უკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, ასეთი ხელისუფლება პატივს არ სცემს საზოგადოების არჩევანს, არ ესმის ძალაუფლების დანაწილების პრინციპები, ევროპული დემოკრატია, რომელიც დიალოგზე, კომპრომისებზე და საზოგადოების ნების პატივსცემაზეა აგებული
ესაა დღეს რეალობა ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. ჩემი აზრით, საზოგადოების უდიდესი ნაწილის სიმპათიას არც ერთი და არც მეორე მხარე არ იმსახურებს და ადრე თუ გვიან, ეს გამოჩნდება.
ამ პრობლემების მოუგვარებლობაა სინამდვილეში წარმატებულ სახელმწიფოდ შედგომის მთავარი საფრთხე და არა გაუთავებელი, უაზრო კამათი დასავლური არჩევანის ერთგულებაზე.
- მალე უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. კრემლმა პუტინის პრესმდივნის პესკოვის პირით მოსკოვის პოზიციები გააჟღერა. ისინი ასეთია - ა) უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების შეჩერება, ბ) უკრაინის კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსის ჩაწერა, გ) უკრაინის მიერ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარება და დ) უკრაინის მიერ „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის ცნობა.
ასეთ ფონზე რუსული ტელევიზიებიდან გვაქებენ, რომ საქართველო არ აჰყვა დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში. მეტიც - გვითვლიან, რომ თუ ასეთ პოზიცია გვექნება ბოლომდე თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან და დიალოგის წარმოების საშუალება ექნებათ და მერე თქვენ გადაწყვიტეთ როგორ იცხოვრებთო.
თქვენ როგორ შეაფასებდით მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინელებთან მოლაპარაკებებზე კრემლის პოზიციებს და კრემლის პროპაგანდისტების საქართველოს ხელისუფლების ქებას და სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის პერსპექტივებზე საუბარს?
- ამ ეტაპზე უკრაინული და რუსული მხარეც ისეთ მდგომარეობაშია, რომ მოლაპარაკებების დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ზელენსკის შანსი არ აქვს, აღიაროს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა და დონბას-ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, მას უკრაინელები მოუბრუნდებიან და პასუხს მოსთხოვენ.
პუტინისათვის კი ამ აღიარებების გარეშე შეთანხმების მიღწევა მარცხის ტოლფასია და ომს ვერ გაამართლებს ვერც თავისი ძალოვნების და ვერც რუსული საზოგადოების თვალში, რომელსაც თავად მოახვია იმპერიის აღდგენის იდეა. რუს დიქტატორს კომპრომისის საშუალება მის მიერვე შექმნილი სისტემა არ აძლევს. ის თავისივე იდეოლოგიის ტყვეა.
პუტინი ვერ მიაღწევს უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობას მაშინაც, თუკი კიევს აიღებს, თუმცა, ამის პერსპექტივაც ნაკლებია. თან, ჰიპოთეტურადაც რომ წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა მოახერხა კიევში შესვლა და იქ თავის მარიონეტის დასმა, მას არავინ არ ცნობს, არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ.
პუტინი ვერ მიაღწევს უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობას მაშინაც, თუკი კიევს აიღებს, თუმცა, ამის პერსპექტივაც ნაკლებია. თან, ჰიპოთეტურადაც რომ წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა მოახერხა კიევში შესვლა და იქ თავის მარიონეტის დასმა, მას არავინ არ ცნობს, არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ
უკრაინის ხელისუფლება გადავა დასავლეთ უკრაინაში და მისი აღება პუტინს კიდევ უფრო გაუჭირდება. შევხედოთ როგორ ხვდებიან რუსებს ტრადიციულად პრორუსულად განწყობილ ხერსონსა და მელიტოპოლში და დავინახავთ, რა ელის მათ ჯარს ბევრად უფრო ანტირუსულად განწყობილ ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში. ამიტომ დღეს დიპლომატიური ჩიხია.
პუტინთან მოლაპარაკების აზრს ვერავინ ხედავს, ყველა ელოდება იმას, რომ უკრაინამ უნდა გაუძლოს, რუსეთის ეკონომიკა უნდა ჩამოიშალოს, იქ პუტინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე ამ ფონზე, შეიძლება რუსთან ლაპარაკი.
პუტინთან მოლაპარაკების აზრს ვერავინ ხედავს, ყველა ელოდება იმას, რომ უკრაინამ უნდა გაუძლოს, რუსეთის ეკონომიკა უნდა ჩამოიშალოს, იქ პუტინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე ამ ფონზე, შეიძლება რუსთან ლაპარაკი
რამდენად სწორია ეს გათვლა, რამდენად განაგრძობს რუსეთი ბოლო არგუმენტის - ბირთვული ომის შანტაჟის გამოყენებას, რამდენადაა მზად თავად რუსული ელიტა, საკუთარი დაგროვილი მილიარდები, თავისი და საკუთარი შთამომავლობის უზრუნველყოფილი ცხოვრება შეეწიროს ერთი, უკვე ნახევრად შეშლილი კაცის ნეოსტალინისტურ ამბიციებს, ამას დრო აჩვენებს.
დღეს საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა სცენარებზე უნდა მუშაობდეს. მათ შორის, პირველ რიგში, არაფორმალური ურთიერთობების დამყარებაზე აფხაზეთის ლიდერებთან. ოსებთან ამას ნაკლებად აქვს აზრი, იმიტომ, რომ იქაური ხელმძღვანელობა პირდაპირ რუსულ ძალოვნებს ემორჩილება და საკუთარი პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
დღეს საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა სცენარებზე უნდა მუშაობდეს. მათ შორის, პირველ რიგში, არაფორმალური ურთიერთობების დამყარებაზე აფხაზეთის ლიდერებთან
აფხაზეთში ასე არ არის. იქ ბევრი არ იქნება კმაყოფილი კრემლის მიერ სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ინალ არძინბას მივლინებით, რომელიც რუსეთის ნების უსიტყვო აღმსრულებელი უნდა იყოს და ებრძოლოს აფხაზურ ნაციონალიზმს, რომელიც, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებს მიწის ყიდვის უფლებას არ აძლევს აფხაზეთში.
მოკლედ, ამ სცენარებზე ფიქრს მედიაში საუბარი კი არა, უშიშროების საბჭოს, სპეცსამსახურების, ექსპერტების და ამ საკითხების სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა სჭირდება.
თუმცა, არა მგონია, მთავრობას ეს ესმოდეს, ამაზე ფიქრობდეს და ამისთვის იცლიდეს. შიში მაქვს, რომ ამ მოვლენებსაც ისეთივე მოუმზადებლები შევხდებით, როგორც, ტრადიციულად, მოუმზადებელი შევხდით ყველა გამოწვევას ბოლო 30 წლის განმავლობაში.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი