პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის გამანადგურებლები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში

პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა MiG-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ პოლონეთის წინადადებაზე უარი განაცხადა.

„აშშ-ს არ სურს ეს თვითმფრინავები უკრაინაში ამერიკული ბაზებიდან ჩავიდეს. პოლონეთი მზადაა იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს სამხედრო ალიანსის ფარგლებში", - განუცხადა ანჟეი დუდას მრჩეველმა იაკუბ კუმოჩმა მედიას.

შეგახსენებთ, პოლონეთმა გუშინ განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი MiG-29 ტიპის ყველა გამანადგურებელი თვითმფრინავი გერმანიაში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე და ვაშინგტონს განკარგულებაში გადასცეს, თუმცა, პენტაგონმა პოლონეთის ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა