ოლაფ შოლცი - მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთის აგრესიას აღარ შეურიგდება

მსოფლიო თანამეგობრობამ უკვე განახორციელა თავისი ერთიანობის დემონსტრირება რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და მომავალში ამას აღარ შეურიგდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში კანადის პრემიერ - მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„მსოფლიო თანამეგობრობა არ მიიღებს ასეთ ქცევას და არ შეურიგდება ამას. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ , - განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე აღნიშნავს დროის ცვლილებას როგორც ევროპისთვის, ისე მსოფლიო წესრიგისთვის.

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, ხოლო სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ უკვე განსხვავებულია“, - ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„რაც ახლა გვჭირდება ზავია... ჩვენ გვჭირდება გზის გამონახვა ვითარებიდან გამოსასვლელად“, - თქვა შოლცმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პუტინს, შეწყვიტოს სისხლისღვრა.

მისი თქმით, ყველასთვის გასაგებია, რომ პრობლემის ომის გზით გადაწყვეტა არ შეიძლება, საჭიროა დიპლომატია.

შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის შედეგებს მოიტანს.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ასევე გაიმეორა, რომ გერმანია ცდილობს უკრაინას ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწიოს.

მისივე თქმით, ბერლინი განიხილავს კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის არმიის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, მაგრამ გერმანიიდან შესაძლო იარაღს შორის თვითმფრინავები ნამდვილად არ იქნება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის