ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს - ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, ბავშვები არიან ნანგრევების ქვეშ, ეს სისასტიკეა - დახურეთ ცა, თქვენ გაქვთ ამის ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროზე განხორციელებულ ავიათავდასხმას გამოეხმაურა.

უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დახურონ.

„მარიუპოლი. რუსული ჯარის პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან. ბავშვები არიან ნანგრევების ქვეშ. ეს სისასტიკეა!“, - დაწერა ზელენსკიმ "ტელეგრამში".

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იკითხა, თუ როდემდე გააგრძელებს მსოფლიო ამის იგნორირებას, რითაც „ამის თანამონაწილეა“.

„დაუყოვნებლივ დახურეთ ცა! სასწრაფოდ შეწყვიტეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ამის ძალა. მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 9 მარტს რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს მარიუპოლის სამშობიარო სახლსა და ბავშვთა საავადმყოფოზე. UNIAN-ის ინფორმაციით, ბევრი გარდაცვლილი და დაშავებულია. ამასთან, ორივე შენობა მთლიანად დანგრეულია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის