ენტონი ბლინკენი - მოვუწოდებ რუსეთს, ნება დართონ უკრაინელებს დატოვონ ქალაქები, რომლებსაც რუსული ჯარები დაუნდობლად ბომბავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოუწოდებს რუსეთს, ნება დართოს უკრაინელებს, დატოვონ ქალაქები, რომლებსაც რუსული ჯარები ,,დაუნდობლად ბომბავენ“.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლიზ ტრასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რუსეთი უსაფუძვლოდ შეიჭრა უკრაინაში“, - აღნიშნა ბლინკენმა და დასძინა, რომ რუსულმა მხარემ პატივი უნდა სცეს ჰუმანიტარულ დერეფნებს, რომლებიც ხალხს ალყაში მოქცეული ქალაქებისგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს.

ლიზ ტრასის განცხადებით კი, სამშობიაროზე თავდასხმა ,,აბსოლუტურად საძულველი“ ქმედებაა.

„ჩვენ არ უნდა მოვისვენოთ მანამ, სანამ პუტინი უკრაინაში არ დამარცხდება და ქვეყნის სუვერენიტეტი არ აღდგება“, - აღნიშნა ტრასმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის