გიგი წერეთელი - საქართველოს ხელისუფლებას ახლა უნდა ჰქონდეს სწრაფი ოპერირების ოთახი, სადაც მათ შორის ოპოზიცია და გამოცდილი ადამიანები შეიკრიბებიან, მაგრამ ზღაპრის დონეზეა, რომ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს

მაშინ, როდესაც ჩვენთან ძალიან ახლოს, შავ ზღვაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, იბომბება ნიკოლაევი, ხერსონი და მარიუპოლი, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სწრაფი ოპერირების ოთახი, პირობითად უშიშროების საბჭო, სადაც მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოცდილი ადამიანები უნდა შეიკრიბონ, მაგრამ ზღაპრის დონეზეა, რომ ხელისუფლება ამას გააკეთებს, ერთადერთი სურვილი აქვთ, რომ მთელი ამ ამბიდან პოლიტიკური მონაგები ნახონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

გიგი წერეთლის აზრით, თუ საქართველოს ხელისუფლების პოზიციით ვიმსჯელებთ, დიდი პერსპექტივა, რომ „დასავლეთი ჩაგვიხუტებს, არ გვაქვს, მაგრამ გაჩნდა უფრო მეტი პერსპექტივა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დაიახლოვებს“.

„გარდა იმისა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე შევიტანეთ განცხადება, სხვა არაფერი ყოფილა პრო-დასავლური. ვნახეთ პრემიერ-მინისტრის ხისტად გაკეთებული განცხადება სანქციებთან დაკავშირებით და როგორ მოიქცა საქართველო მოხალისეებთან დაკავშირებით, ეს იყო ძალიან არასწორი და სრულადაც არ ნიშნავდა საომარ მოქმედებებში ჯარისკაცების გაგზავნას. არავინ ითხოვს საქართველოსგან საომარ მოქმედებებში ჩართვას, მაგრამ შეიძლებოდა ამის სხვანაირად გაკეთება, ისე რომ არ გვეწვნია ის სირცხვილი, რაც ზელენსკის და სხვა უკრაინელი ლიდერების მხრიდან იყო საქართველოსთან მიმართებაში. უკრაინისთვის ყველაზე მძიმე ვითარებაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თეორიულად მისი ყველაზე ახლო მეგობრის ხელისუფლების ასეთი პოზიცია რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ვისგანაც ყველაზე მეტ მხარდაჭერას ელოდებოდნენ, ეს ვერ დაინახეს და ვერ მიიღეს.

ხელისუფლებას არ სურს ლაპარაკი, მას სურს იმავე მოდელით გააგრძელოს თავისი საქმიანობა და ოპოზიციას ეძახოს რადიკალური. არ მინახავს არანაირი შეკრების მცდელობა მაშინ, როდესაც შავ ზღვაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, იბომბება ნიკოლაევი, ხერსონი და მარიუპოლი, საშინელი ვითარებაა. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სწრაფი ოპერირების ოთახი, პირობითად უშიშროების საბჭო, სადაც მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოცდილი ადამიანები უნდა შეიკრიბონ, მაგრამ ზღაპრის დონეზეა, რომ ხელისუფლება ამას გააკეთებს. ერთადერთი სურვილი აქვთ, რომ მთელი ამ ამბიდან პოლიტიკური მონაგები ნახონ და თავიანთ ელექტორატზე იმუშავონ, რომელიც დასჭირდებათ შემდგომი არჩევნებისთვის და სკამები არ დაკარგონ. ეს ბეცი მიდგომაა და მორალურადაც მიუღებელია იძახო, რომ ვინმეს უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ომში ჩართვაა თუ პრემიერი გამოაცხადებდა, რომ მივიღებთ 2000 უკრაინელ ბავშვს და ამით დავეხმარებით? ან სხვა მხრივ, თუ სანქციებს არ ვუერთდებით, ომში ჩართვა იქნება თუ გავაძლიერებთ ჰუმანიტარულ დახმარებას?“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო