თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საჭიროდ არ თვლის, ნდობის ჯგუფის მოწვევაზე მედიას ინფორმაცია წინასწარ მიეწოდოს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საჭიროდ არ თვლის, ნდობის ჯგუფის მოწვევის თაობაზე მედიას ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოს და ნდობის ჯგუფის სხდომების დანიშვნის შესახებ ანონსი გაავრცელოს.

ბოლო ორი დღეა პარლამენტში ნდობის ჯგუფი იკრიბება, რომლის ფარგლებში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს. ჟურნალისტებმა პარლამენტში მინისტრების მისვლის თაობაზე შემთხვევით, კულუარულად გაიგეს. ასე მოხდა გასულ თვეშიც, როცა ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძეს და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ შალვა ლომიძეს მოუსმინა, თუმცა აღნიშნული სხდომების შესახებ პოსტფაქტუმ, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით გახდა ცნობილი.

ზოგადად, პარლამენტის ნდობის ჯგუფი ძალოვანი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და საიდუმლო პროგრამებზე ინფორმაციის მიღების მიზნით იკრიბება. შესაბამისად, სხდომები დახურულია.

ამასთან, ნდობის ჯგუფების არსებობის განმავლობაში, ყველა მოწვევის პარლამენტში, ყოველთვის მედიას მიეწოდებოდა ოფიციალური ინფორმაცია, თუ როდის, რა დღის წესრიგით იკრიბებოდა ნდობის ჯგუფი. გაშუქებაც იმ წესის დაცვით ხდებოდა, რომ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია დახურული იყო.

“ნდობის ჯგუფი დახურული ფორმატია. თქვენ, ჟურნალისტებმა არასწორად იცით“, - ასე უპასუხა ირაკლი ბერაიამ კითხვას, თუ რატომ არ ხდება მედიისთვის ცნობილი ნდობის ჯგუფის სხდომების გამართვის შესახებ, რომელმაც დამატებითი განმარტებების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო