ემანუელ მაკრონი - შეგვიძლია, თუ არა გავხსნათ გაწევრიანების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? - მე ასე არ ვფიქრობ

შეგვიძლია თუ არა გავხსნათ გაწევრიანების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? მე ასე არ ვფიქრობ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, სურს გაუგზავნოს „ძლიერი სიგნალი“ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რომლებმაც უკვე წარადგინეს წევრობის შესახებ განაცხადი.

ევროკავშირის ლიდერები საფრანგეთში, სამიტზე იკრიბებიან. BBC-ის ინფორმაციით, სამიტზე განსახილველი საკითხი იქნება, თუ როგორ შეამცირონ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება და ასევე, როგორ გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია