გიტანას ნაუსედა - ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს „დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციაზე

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვერსალში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაერთიანება უკრაინის მისაღებად მზადაა. მისი თქმით, გმირი უკრაინელი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მიესალმებიან.

„ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს „დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცედურა დაიწყო. ახლა ჩვენი და უკრაინელების გადასაწყვეტია, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირი უკრაინელი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მივესალმებით“, - განაცხადა გიტანას ნაუსედა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვერსალში, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე იმსჯელეს. შეკრება ორდღიანია. შესაბამისად, მსოფლიო ლიდერები უკრაინის საკითხზე მსჯელობას დღესაც განაგრძობენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია