უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი - უკრაინა ღიაა ნეიტრალური სტატუსისთვის, მაგრამ ითხოვს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს

უკრაინა ღიაა ნეიტრალური სტატუსისთვის, მაგრამ ითხოვს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ CNN-თან განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებების დროს რუსეთის პოზიციაზე კომპრომისზე არ წავა.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არ იყო ოპტიმისტურად განწყობილი, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით.

„კარგია, რომ ისინი შეხვდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის ის, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს ომის დასრულებასთან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებასა და რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანასთან დაკავშირებით,“- განაცხადა იგორ ჟოვკვამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია