ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭებინათ „იმედგაცრუების გემო“ ახლდა

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას,უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭებინათ „იმედგაცრუების გემო“ ახლდა.

ლიეტუვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ახლა უნდა მომხდარიყო, თუმცა მისი თქმით, ევროკავშირი ამ საკითხს კიდევ დაუბრუნდება.

„ვისურვებ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი ახლა მიიღოს, მაგრამ დღეს ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. სავარაუდოდ, ევროკავშირი ამ საკითხს მოგვიანებით დაუბრუნდება. ზოგიერთ ქვეყანას შიდა დღის წესრიგი აქვს და საზოგადოების მოსაზრების გათვალისწინება უწევს. თუმცა მეტის გაკეთება შეიძლებოდა. იმედგაცრუების მცირედი გემო იყო, მაგრამ ჩვენ ასევე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი და კიდევ უფრო წინ წავიწევთ,“- განაცხადა ნაუსედამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის