პოლიციელი ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით - 10 წელია პოლიციელი ვარ და ასეთ რამეს არ შევსწრებივარ

10 წელია პოლიციელი ვარ და ასეთ რამეს არ შევსწრებივარ, - ამის შესახებ სამართალდამცავმა ვაჟა გეწაძემ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სასამართლო პროცესზე პოლიციელმა დეტალურად ისაუბრა აქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. გეწაძის განმარტებით, აგრესიული ადამიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის" ოპერატორს, ლევან ბრეგვაძეს, ასევე პოლიციელებს.

„მოვუწოდებდით, გაჩერდით, შეწყვიტეთო, ბოლოს ვყვიროდით, მოკვდა კაციო. ვცდილობდით მაქსიმალურად გადავფარებოდით, რასაც მას უქნევდნენ, ყველა მას რომ მოხვედროდა, არ ვიცი რა იქნებოდა.

ჯერ ქვემოდან ურტყამდნენ, მერე მანქანაზე შეხტნენ და ზემოდან წიხლებით, ხელით ურტყამდნენ, რაღაც საშინელება იყო. დაზარალებული ერთი კაცი იყო და 50 კაცი ცდილობდა მასთან მისვლას.

10 წელია პოლიციელი ვარ და ასეთ რამეს არ შევსწრებივარ. არ ვიცი, ეს ხალხი ცემით დაიღალა თუ, მამაოებს დაუჯერეს, ჩვენც პოლიციელები მოგვემატნენ და გასვლა მოვახერხეთ",- განაცხადა გეწაძემ.

მან ბრალდებულებს შორის ძალადობაში მონაწილე ორი პირი ამოიცნო, როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე ვიდეოჩანაწერში, რომელიც სასამართლოში გამოიკვლიეს.

პოლიციელმა ასევე ამოიცნო კიდევ ერთი პირი.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა