ვლადიმერ პუტინი - უკრაინასთან მოლაპარაკებებზე არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მე მომახსენეს ჩვენი მხრიდან წარგზავნილმა მომლაპარაკებლებმა

უკრაინასთან მოლაპარაკებებზე არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მე მომახსენეს ჩვენი მხრიდან წარგზავნილმა მომლაპარაკებლებმა,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა.

კრემლის ლიდერის თქმით, უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებები უკვე ფაქტობრივად ყოველდღიურ ხასიათს ატარებს.

„აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში კი იმაზე თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იქ არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მე მომახსენეს ჩვენმა მომლაპარაკებლებმა. ამის შესახებ დეტალურად მოგიყვებით,“- განაცხადა პუტინმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის