ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ, რომ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას

ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ, რომ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა თავისი თავისუფლებისთვის უკვე 16 დღეა იბრძვის და ეს ოთხჯერ აღემატება იმ წინააღმდეგობას, რასაც მტერი უკრაინაში შეჭრისას ელოდა.

„ჩვენი თავისუფლებისთვის უკვე მეთექვსმეტე დღეა ვიბრძვით. ეს ოთხჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდია, ვიდრე მტერი ამას გეგმავდა თავისი შემოჭრისას. ამ წინააღმდეგობას ვაგრძელებთ ჯარის წინააღმდეგ, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილად მსოფლიოში. რომელიც იმედოვნებდა, რომ ვინმე მათ უკრაინის ქუჩებში ყვავილებითა და რუსული დროშით ხელში დახვდებოდა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები ამაყი ხალხია, რომლებიც ყოველთვის იცავენ საკუთარს და ოკუპანტს თავისი მიწის არც ერთ გოჯსა და თავისუფლების არც ერთ პროცენტს არ დაუთმობენ.

„შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი დღე დაგვჭირდება კიდევ ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად, მაგრამ შესაძლებელია იმის თქმა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვესწრაფვით, იმიტომ, რომ სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მივაღწიეთ, უკვე მივდივართ ჩვენი მიზნისკენ, ჩვენი გამარჯვებისკენ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის