თუ ოკუპანტები კვლავ გააგრძელებენ ადამიანთა ევაკუაციის ჩაშლას, საბოლოოდ, მსოფლიოსგან ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ამასთანავე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები აკეთებენ ყველაფერს, რომ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე იყოს საწვავი, პროდუქტი, მედიკამენტები და ყველაფერი ის, რაც მოსახლეობას სჭირდება.
„ჩვენმა მაღალჩინოსნებმა დღეს 12 ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება მოახერხეს. ტვირთი პროდუქტებით, წყლითა და მედიკამენტებით უკვე გზაშია. იზიუმი, ენერგოდარი, ვოლნოვახა, პოლოგი, ბუჩა, გოსტომელი, ბოროდიანკა, ანდრეევკა, მიკუპიჩი, მაკაროვი, კოზოროვიჩი და რა თქმა უნდა მარიუპოლი - უკრაინელმა სამხედროებმა უზრუნველყვეს „სიმშვიდე“, რათა ჰუმანიტარულ დერეფნებს ემუშავა. თუ ოკუპანტები კვლავ გააგრძელებენ სროლას და ჩაშლიან ადამიანთა გადარჩენის პროცესს, საბოლოოდ მსოფლიოსგან ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები“, - განაცხადა ზელენსკიმ.