უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორების მხრიდან, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ელოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
როგორც ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე დაბომბვების ფონზე, ქალაქები წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩნენ.
„გასულ ღამეს და დილით დამპყრობლებმა წყალმომარაგების დემილიტარიზაცია განახორციელეს ჩერნიგოვში. ქალაქი წყლის გარეშე დარჩა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღვადგინოთ წყალმომარაგება. სუმის, კიევისა და დონეცკის მუდმივი დაბომბვის გამო, არ არის ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე პრობლემებია გათბობასთან დაკავშირებით, არ არის ბუნებრივი აირი. ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ჰუმანიტარული კატასტროფა -ეს ორი სიტყვა გახდა რუსეთის ფედერაციის სრულფასოვანი სინონიმი. მათ გაანადგურეს საცხოვრებელი სახლები, სუმის რეგიონის სოფლებში, განაგრძეს მარიუპოლისა და ხარკოვის მაცხოვრებლების წამება, მათ დაბომბეს ლუცკი და ივანო-ფრანკივსკი. მე ველოდები, რომ ახალი სანქციების შესახებ მუშაობა იქნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ საზარელი ომისთვის. პასუხი უნდა აგოს ყოველ დღე“, - განაცხადა ზელენსკიმ.