რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ლვოვთან,  იავორივის საწვრთნელ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 180-მდე უცხოელი დაქირავებული

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში, ლვოვთან ქალაქ იავორივის საწვრთნელ ობიექტზე მისი თავდასხმის შედეგად "180-მდე უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი" დაიღუპა.­

ოფიციალური მოსკოვის ცნობით, დასავლეთ უკრაინაში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის დიდი რაოდენობა.

რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს თავდასხმებს „უცხოელი დაქირავებული სამხედროების“ წინააღმდეგ.

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 134 დაიჭრა.

შეგახსენებთ, კვირას დილით, დასავლეთ უკრაინაში მდებარე სამხედრო ცენტრი 30 რუსული რაკეტით დაიბომბა. ავიაიერიში უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს მოხდა.აღნიშნული თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდების კოლონებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ მიიჩნევს.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე